გაკვეთილის მთავარი თემა
|
ფუნქცია
|
სწავლების საფეხური
(კლასი)
|
IX კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
აღნიშნულ კლასში სწავლობს 13(ცამეტი) ბავშვი.აქედან 5(ხუთი) გოგონაა და 8(რვა) ვაჟი.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლემ
შეძლოს სიდიდეებს შორის შესაბამისობის დადგენა. აღწეროს შესაბამისობა X და Y სიმრავლეებს შორის, როცა X-ის ყოველ ელემენტს შეესაბამება Y-ის ერთადერთი ელემენტი - X სიმრავლეზე განსაზღვრული ფუნქცია.
|
წინასწარი ცოდნა
|
●ფლობს
სიდიდეებს შორის არსებულ ისეთ კავშირს, როცა ერთ-ერთის მნიშვნელობის ცოდნით
მეორეს პოვნა შეიძლება. მაგალითად
-როგორ
გამოვთვალოთ კვადრატის ფართობი, თუ ცნობილია კვადრატის გვერდის სიგრძე?
-როგორ
გამოვთვალოთ წრის ფართობი, თუ ცნობილია ამ წრის რადიუსი?
-როგორ
გამოვთვალოთ კუბის მოცულობა, თუ ამ კუბის წიბოს სიგრძე ვიცით?
-ვთქვათ სხეული 10მ/წმ
მუდმივი სიჩქარით მოძრაობს.რა მანძილს გაივლის ეს სხეული 3 წამში, 5 წამში......
და ასე შემდეგ....
|
შეფასების საგანაი და პროცედურები
|
შეფასების რუბრიკა.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
დაფა,ფერადი
ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა
WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
●გაკვეთილზე შესვლისას
კითხვა-პასუხის მეთოდით
ვადგენ მოსწავლეთა ცოდნის დონეს.(7 წთ.)
●მოსწავლეებს შევთავაზებ შემდეგ ამოცანას:
ვთქვათ
გამომცემლობამ მაღაზიებისათვის წიგნების
მიწოდების ასეთი ორი წესი შემოიღო:
1.წინასწარ
100 ლარის გადახდის შემთხვევაში ყოველ წიგნზე 10% -იანი ფასდაკლება კეთდება.
2.წინასწარ
გადახდის გარეშე კი ყოველ წიგნს 10 ლარად აძლევს მაღაზიას.
დავუსვამ
შემდეგ კითხვებს:
-რა
ფორმულით ჩაიწერება სიდიდეებს შორის დამოკიდებულება თუ მაღაზიას წიგნებს
წინასწარი გადახდის გარეშე მიაწვდიან?
-რა
ფორმულით ჩაიწერება სიდიდეებს შორის დამოკიდებულება თუ მაღაზიას წიგნებს
წინასწარი გადახდის წესით მიაწვდიან?
-რა
რიცხვი შეესაბამება X მნიშვნელობებს: 2-ს, 7-ს, 100-ს, 1000-ს.
-რამდენი
რიცხვი შეესაბამება X -ის
თითოეულ მნიშვნელობას ?
-X-ის
რა მნიშვნელობისათვის არ არის დამოკიდებული გადახდილი თანხის სიდიდე წიგნების
მიწოდების წესზე?
-რა
შემთხვევაშია ხელსაყრელი პირველი წესით სარგებლობა. (X-ის რა
მნიშვნელობებისათვის?)
(15 წთ.)
●ამის
შემდეგ მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მივცემ სიმრავლებს შორის
შესაბამისობის მაგალითებს და ვთხოვ იპოვონ მოცემული ფუნქციების განსაზღვრის არე
და მნიშვნელობათა არე; დაადგინონ არის თუ არა მოცემული დამოკიდებულება ფუნქცია;
მივცემ
მითითებას რომ y=f(x) ჩანაწერი ნიშნავს რომ
y ცვლადი x ცვლადზეა დამოკიდებული; ჩანაწერი f(2)=3, ნიშნავს,
რომ როცა x=2, მაშინ y=3, ანუ როცა არგუმენტია 2, მაშინ ფუნქციის მნიშვნელობაა
3. (15 წთ.)
●ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით
) და მოსწავლეებს ვაჩვენებ აღნიშნული თემის შესაბამის მასალას.(5 წთ.)
●მივცემთ მითითებებს მთელ
კლასს საშინაო დავალების შესრულების შესახებ .(3წთ)
|
Monday, September 3, 2012
Subscribe to:
Posts (Atom)