Monday, September 3, 2012

გაკვეთილის  მთავარი  თემა
ფუნქცია
სწავლების  საფეხური (კლასი)
IX კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 13(ცამეტიბავშვი.აქედან  5(ხუთგოგონაა  და  8(რვა) ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლემ შეძლოს სიდიდეებს შორის შესაბამისობის დადგენა. აღწეროს შესაბამისობა  X  და Y სიმრავლეებს შორის, როცა X-ის ყოველ ელემენტს შეესაბამება  Y-ის ერთადერთი ელემენტი - X სიმრავლეზე განსაზღვრული ფუნქცია.
წინასწარი  ცოდნა
●ფლობს სიდიდეებს შორის არსებულ ისეთ კავშირს, როცა ერთ-ერთის მნიშვნელობის ცოდნით მეორეს პოვნა შეიძლება. მაგალითად
-როგორ გამოვთვალოთ კვადრატის ფართობი, თუ ცნობილია კვადრატის გვერდის სიგრძე?
-როგორ გამოვთვალოთ წრის ფართობი, თუ ცნობილია ამ წრის რადიუსი?
-როგორ გამოვთვალოთ კუბის მოცულობა, თუ ამ კუბის წიბოს სიგრძე ვიცით?
-ვთქვათ სხეული 10მ/წმ მუდმივი სიჩქარით მოძრაობს.რა მანძილს გაივლის ეს სხეული 3 წამში, 5 წამში......
და ასე შემდეგ....
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(7 წთ.)
მოსწავლეებს  შევთავაზებ შემდეგ ამოცანას:
ვთქვათ გამომცემლობამ  მაღაზიებისათვის წიგნების  მიწოდების ასეთი ორი წესი შემოიღო:
1.წინასწარ 100 ლარის გადახდის შემთხვევაში ყოველ წიგნზე 10% -იანი ფასდაკლება კეთდება.
2.წინასწარ გადახდის გარეშე კი ყოველ წიგნს 10 ლარად აძლევს მაღაზიას.
დავუსვამ შემდეგ კითხვებს:
-რა ფორმულით ჩაიწერება სიდიდეებს შორის დამოკიდებულება თუ მაღაზიას წიგნებს წინასწარი გადახდის გარეშე მიაწვდიან?
-რა ფორმულით ჩაიწერება სიდიდეებს შორის დამოკიდებულება თუ მაღაზიას წიგნებს წინასწარი გადახდის წესით  მიაწვდიან?
-რა რიცხვი შეესაბამება X მნიშვნელობებს:  2-ს, 7-ს, 100-ს, 1000-ს.
-რამდენი რიცხვი შეესაბამება X -ის თითოეულ მნიშვნელობას ?
-X-ის რა მნიშვნელობისათვის არ არის დამოკიდებული გადახდილი თანხის სიდიდე წიგნების მიწოდების წესზე?
-რა შემთხვევაშია ხელსაყრელი პირველი წესით სარგებლობა. (X-ის რა მნიშვნელობებისათვის?) 
(15 წთ.)
●ამის შემდეგ მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მივცემ სიმრავლებს შორის შესაბამისობის მაგალითებს და ვთხოვ იპოვონ მოცემული ფუნქციების განსაზღვრის არე და მნიშვნელობათა არე; დაადგინონ არის თუ არა მოცემული დამოკიდებულება ფუნქცია;
მივცემ მითითებას რომ y=f(x) ჩანაწერი ნიშნავს რომ  y ცვლადი  x  ცვლადზეა დამოკიდებული; ჩანაწერი f(2)=3, ნიშნავს, რომ როცა x=2, მაშინ y=3, ანუ როცა არგუმენტია 2, მაშინ ფუნქციის მნიშვნელობაა 3. (15 წთ.)
ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით ) და მოსწავლეებს ვაჩვენებ აღნიშნული თემის შესაბამის მასალას.(5 წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(3წთ)